ვიმუშავეთ მე-6 მოდულზე - ,,დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის".
ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შეფასების რუბრიკები და გავაკეთეთ კომენტარები.
განვიხილეთ პრეზენტაცია - ,,ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს", სადაც საუბარი იყო სწავლის სხვადასხვა სტილზე: აღქმის სტილი, მრავალმხრივი ინტელექტი, მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების დომინირება.
ვიმსჯელეთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებში თვითეფექტიანობისა და თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებას.
გავეცანით იმ ფორმების, შაბლონებისა და დოკუმენტების ნიმუშებს, რომელთა გამოყენებაც მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის დროს გამოადგებათ.
ნიმუშის მიხედვით შევქმენით შაბლონი სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის (მაგ. სუსტი მოსწავლისათვის), რომელიც მათ პროექტზე მუშაობას გაუადვილებთ და პროექტზე მუშაობისათვის საჭირო თვითრეგულირების უნარის განვითარებაში დაეხმარებათ.
No comments:
Post a Comment