Tuesday, February 18, 2014

მეცხრე სამუშაო დღის რეფლექსია

შევაჯამეთ ტრენინგ-კურსის დროს გავლილი მასალა და განხორციელებული აქტივობები.

პორტფოლიოებში არსებული დოკუმენტები გადავიყვანეთ PDF ფორმატში, რის შემდეგაც ჩვენი საქაღალდეები ავტვირთეთ Drive-ში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

მოვისმინეთ ჯგუფის თითოეული წევრის პრეზენტაციები მათ მიერ შერჩეულ სასწავლო პროექტებზე და შევავსეთ შეფასების ფორმები, სადაც დავასახელეთ პროექტის სამი დადებითი ასპექტი და ორი სარეკომენდაციო ხასიათის ასპექტი გაუმჯობესებისათვის.

P.S.  უღრმესი მადლობა, ნინო, საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისათვის.
        გისურვებთ წარმატებებს...



Saturday, February 15, 2014

მერვე სამუშაო დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ მე-7 მოდულზე-,,ფასილიტაცია ტექნოლოგიებით".

გავეცანით ინსტრუმენტს, რომლის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ ინტერნეტის  გამოყენებით კვლევის ჩატარებას თანატოლებში. შევქმენით პროექტის თემასთან დაკავშირებული კვლევის დოკუმენტი და ამ დოკუმენტის პასუხების ფორმა. აღნიშნული დოკუმენტი ავტვირთეთ ბლოგზე და განვათავსეთ New page-ში ბმულის სახით.

ბლოგზე ვიმუშავეთ გაჯეტების შექმნაზე. ჩავსვით სურათი, გამოკითხვის ფორმა და საათი.

Tuesday, February 11, 2014

მეშვიდე სამუშაო დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ მე-6 მოდულზე - ,,დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის".
ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შეფასების რუბრიკები და გავაკეთეთ კომენტარები.
განვიხილეთ პრეზენტაცია - ,,ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს", სადაც საუბარი იყო სწავლის სხვადასხვა სტილზე: აღქმის სტილი,  მრავალმხრივი ინტელექტი, მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების დომინირება.
ვიმსჯელეთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებში თვითეფექტიანობისა და თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებას.
გავეცანით იმ ფორმების, შაბლონებისა და დოკუმენტების ნიმუშებს, რომელთა გამოყენებაც მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის დროს გამოადგებათ.
ნიმუშის მიხედვით შევქმენით შაბლონი სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის (მაგ. სუსტი მოსწავლისათვის), რომელიც მათ პროექტზე მუშაობას გაუადვილებთ და პროექტზე მუშაობისათვის საჭირო თვითრეგულირების უნარის განვითარებაში დაეხმარებათ.

Saturday, February 8, 2014

მეექვსე სამუშაო დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ მე-5 მოდულზე - ,,მოსწავლეთა პროექტების შეფასება".
განვიხილეთ მაგალითი - პროექტის ,,მეტრული სიგიჯე" პრეზენტაცია და განვიხილეთ ამ პრეზენტციის შეფასების რუბრიკა, რომლის საფუძველზეც შევადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის (მულტიმედიური პრეზენტაციის) შეფასების რუბრიკა.
მოვიძიეთ ვიდეო YouTube-ზე და ავტვირთეთ ბლოგზე.

ვიდეო

Tuesday, February 4, 2014

მეხუთე სამუშაო დღის რეფლექსია

გავეცანით ჯგუფის წევრების მიერ წინა მოდულში შექმნილ სასწავლო პროექტების პრეზენტაციებს და გავაკეთეთ კომენტარები.

ვიმუშავეთ მესამე მოდულზე - ,,კავშირები". გავეცანით პროექტზე მუშაობის დროს ინტერნეტის გამოყენების წესს. განვიხილეთ, რა არის საავტორო უფლებები და რა გავლენა აქვს საავტორო უფლებების კანონმდებლობასა და გამოყენების წესებს ჩვენს სასწავლო გარემოზე. გავეცანით ციტირების პოსტერს, ბიბლიოგრაფიის შაბლონს და ნიმუშებს. პროექტისთვის მოვიძიეთ სურათები, ვიდეო და შევავსეთ ,,გამოყენებული ლიტერატურის" შაბლონი, სადაც მივუთითეთ ვებ-გვერდის სახელი და მისამართი.

ვიმუშავეთ მე-4 მოდულზე - ,,სასწავლო ნიმუშის შექმნა". შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Saturday, February 1, 2014

სასწავლო პროექტის პრეზენტაცია

მეოთხე სამუშაო დღის რეფლექსია

გავაგრძელეთ მუშაობა მე-2 მოდულზე - ,,სასწავლო პროექტის დაგეგმვა".

განვიხილეთ შეფასების  მეთოდები,  განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების სტრატეგიები (5 სტრატეგია) და ამ სტრატეგიების სხვადასხვა მეთოდები. შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი მეთოდები და ჩვენს პორტფოლიოებში, ,,პროექტის გეგმაში" შევავსეთ შეფასების გეგმის გრაფა.

Word-ის დოკუმენტში შევქმენით მოსწავლეთა საჭიროების (წინარე ცოდნის დადგენის) შეფასების ინსტრუმენტები: ,,გონებრივი იერიში", ,,ვენნის დიაგრამა", ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე".

მოვამზადეთ პროექტის პრეზენტაციები Power Point-ში და ავტვირთეთ ბლოგზე.

Tuesday, January 28, 2014

მესამე სამუშაო დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ მე-2 მოდულზე - ,,სასწავლო პროექტის დაგეგმვა". სასწავლო პროექტის გეგმაში შევიმუშავეთ სტანდარტი და სტანდარტიდან გამომდინარე დავწერეთ მიზნები და ამოცანები.
განვიხილეთ პრეზენტაცია-,,მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები" და გავეცანით შეკითხვის ტიპებს (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი) და გავეცანით ნიმუშებს.
ვიმუშავეთ Google Drive-ში, გავაზიარეთ დოკუმენტები და ვიმუშავეთ წყვილებში.

Sunday, January 26, 2014

მეორე სამუშაო დღის რეფლექსია

ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების დროს პუბლიკაციების მომზადების აუცილებლობაზე, მაგალითად მშობლებისათვის, კოლეგებისათვის და ა.შ. გავეცანით გამოცემის შაბლონების ნიმუშებს და ვისწავლეთ Word-ის პროგრამაში პუბლიკაციების დამზადება: სურათის ჩასმა, სათაურების გაკეთება, ტექსტის ჩასმა და დიზაინი.
ჩვენი პროექტისთვის დავამზადეთ პუბლიკაცია მშობლებისათვის და შევინახეთ ჩვენს პორტფოლიოებში.

Saturday, January 25, 2014

საპროექტო იდეა - ,,დავიცვათ ჩვენი გარემო"


მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიოში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს, შეისწავლიან, გააანალიზებენ და შეაფასებენ რა ეკოლოგიური პრობლემებია ადგილობრივ გარემოში, გააცნობიერებენ თავიანთ როლს პრობლემასთან მიმართებაში და დასახავენ პრობლემის გადაჭრის გზებს.

პირველი სამუშაო დღის რეფლექსია

გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის თითოეული მოდულის შინაარსს და მოსალოდნელ შედეგებს. ვისაუბრეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პროექტის მახასიათებლები და მოთხოვნები.
გავეცანით პორტფოლიოს შემადგენელ ნაწილებს და შევქმენით ანალოგიური სტრუქტურის ჩვენი საქაღალდე პორტფოლიო.
ასევე შევქმენით ახალი ბლოგი - ,,ინტელის ძირითადი კურსი''.